понедельник, 20 октября 2014 г.

მე-9 დღის რეფლექსია

  ტრენინგის ბოლო დღე ძალიან საინტერესო იყო. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების პრეზენტაციები. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრი პროექტების შესახებ,  მივეცით რეკომენდაციები და რჩევები. ავტვირთეთ პროექტები ბლოგზე.
   ზოგადად ტრენინგმა ბევრი რამ მასწავლა.ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში,რადგან ვთვლი რომ პროექტით სწავლება საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს და ამ დროს მიღებული ცოდნა ხანგრძლივად რჩება მოსწავლეების მეხსიერებაში. ამავე დროს ამ ცოდნას კარგად გამოიყენებენ ცხოვრებაში. პროექტზე მუშაობისას იძენენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომელიც სჭირდება 21-ე საუკუნის ადამიანს.

понедельник, 13 октября 2014 г.

четверг, 9 октября 2014 г.

მე-7 დღის რეფლექსია

ეს დღეც სხვა დღეებივით საინტერესო იყო. ვიმუშავეთ ბუკლეტების და სლაიდების სეფასების რუბრიკებზე და შევაფასეთ ერთმანეთის მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრები კომენტარებით.

вторник, 30 сентября 2014 г.

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ წინარე ცოდნის შეფასების მნიშვნელობაზე პროექტის შედგენისას,შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების სქემები. პროექტის გეგმაში შევავსეთ პროცედურების ველი და დავამზადეთ პროექტის პრეზენტაცია.

вторник, 23 сентября 2014 г.

მე-3 დღის რეფლექსია

1.დღეს შევარჩიეთ პროექტისთვის სტანდარტები, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ შეკითხვების შედგენაზე;
2. ბევრი ვიფიქრე შეასაბამისი ზოგადი კითხვის სწორად ჩამოყალიბებაზე;
3. დღეს შეჩენილი ცოდნა რათქმაუნდა გამომადგება პროექტის გეგმის სწორად შემუშავებაში.

четверг, 18 сентября 2014 г.

მე-2 დღის რეფლექსია

  საინტერესო იყო საინფორმაციო ბუკლეტებზე მუშაობა და კოლეგების პროექტების  იდეების მოსმენა.

1.ჩემი პროექტი შეეხება საქართველოს დიდ ქალაქებს,მათი დაარსების ისტორიას,ღირშესანიშნავ ადგილებს და თანამედროვე ცხოვრებას.
2. მოსწავლეები ყოველდღიურად ისმენენ ამა თუ იმ ინფორმაციას სხვადასხვა ქალაქზე,ამიტომ სასურველია მეტი იცოდნენ მათ შესახებ და თვითონაც შეძლონ  ინფორმაციის მოძიება.
3. სწორედ ინტერნეტის საშუალებით შეძლებენ მოიძიონ საჭირო ინფორმაციებს და ფოტო მასალას.
4.ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდებათ: ინფორმაციის მოძიების და დახარისხების , დამოუკიდებლად მუშაობის ,ტექნოლოგიების გამოყენების,  ინტერნეტში მუშაობის ,ჯგუფური მუშაობის უნარები.